logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: ერთადერთი თემა, რის გამოც გარკვეული კრიტიკული და წინააღმდეგობრივი პოზიცია მქონდა, ეს იყო სასამართლოს თემა
- +

7 იანვარი. 2019. 17:53

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ერთადერთი თემა, რის გამოც მას ჰქონდა გარკვეული კრიტიკული და წინააღმდეგობრივი პოზიცია, ეს იყო სასამართლოს თემა.

 

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ მნიშვნელობის პოლიტიკურ პროცესში როდესაც შენი თანაგუნდელის მიმართ ამ ინსტრუმენტებს იყენებ - რა მეთოდით ვინ გამოიწვიო უკან, ვის დაავალო რაღაცის გავრცელება, რაღაცა ჭორები მოუგონო და ვერსიები შეთხზა - ეს ყველაფერი აპატარავებს, ამცრობს და აკნინებს იმ იდეას, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს ჩვენს მხარდამჭერებთან. ამიტომ მე ყველას მოვუწოდებ, თავი დაანებოს ამ როლიდან საუბარს. მე ვარ ძალიან კეთილგანწყობილი ადამიანი ჩემი გუნდის მიმართ, მაგრამ ჩემი გუნდი არ იქნება ის გუნდი, რომელიც გადააბიჯებს ამ ფასეულობებს. მე ვერ დავინახავ ჩემს ადგილს მათ გვერდით, ვინც ღილაკს ხელს მიაჭერს ისე, რომ არ გაიაზრებს, რას აკეთებს ამ გადაწყვეტილებით. ამიტომ გარიცხვები, ყვითელი ბარათები - დავამთავროთ ამაზე ლაპარაკი. მე ამ თემებზე ნუ დამელაპარაკებიან. პარტიული სტატუსები ჩემი ცხოვრების მიზანი არაა. ამაზე არ მიოცნებია არასოდეს, განსაკუთრებით როდესაც პოლიტიკაზე ვფიქრობდი და ეს არ მომწონდა. ჩემი ცხოვრების მიზანია - სამართლიანობა იყოს ამ ქვეყანაში. ამიტომ ერთადერთი თემა, რის გამოც მე მქონდა გარკვეული კრიტიკული და წინააღმდეგობრივი პოზიცია, ეს იყო სასამართლოს თემა. რაც შეეხება ამ ჭორებს და რაღაც მეთოდებს, მე არ მინდა დავინახო, რომ ჩვენს პარტიულ გაერთიანებაში მოიძებნებიან ადამიანები, ვინც ასეთი ბინძური, მიუღებელი მეთოდებით შეეცდებიან, შექმნან ნეგატიური ფონი. მაგალითად, როგორც ეს იყო იმ შემთხვევაში, როდესაც ვინმე გია აბაშიძეს დააწერინეს სტატუსი. ეს ადამიანი გაქრა იმ სტატუსის მერე, არავინ უნახავს. მე არავის ვადებ ხელს, იმიტომ, რომ არ ვარ ის ადამიანი, ვინც ბრალდებებს უაპელაციოდ ისვრის, მაგრამ მეც მაქვს რაღაც ინფორმაცია, ეს ხელწერა მმართველი გუნდის ხელწერა არაა. ჩვენ ამას ვებრძოდით, ეს არის სააკაშვილის და მისი გუნდის მეთოდი. პირდაპირ ვამბობ, არ არსებობს ძალა, არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, ვინც ამ სიასთან დაკავშირებით აზრს შემაცვლევინებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner