logo_geo
eng_logo
თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს
- +

8 იანვარი. 2019. 10:48

 

თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება დღეიდან საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.

 

პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს ოჯახის ექიმთან კონსულტაცია გაიარონ.

 

„დღეიდან გადავედით 24-საათიან რეჟიმში, რაშიც იგულისხმება ოჯახის ექიმთან ვიზიტი, სატელეფონო კონსულტაციები და ექიმის ბინაზე ვიზიტი. ბოლო დღეების განმავლობაში მომართვიანობა გაზრდილია, შემოდიან ჩივილებით – მაღალი სიცხე, ყელის ტკივილი, ხველა, სახსრების ტკივილი“, - განაცხადა ოჯახის ექიმმა, ოლეგ წიქარიშვილმა.

 

დღეიდან 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ შემდეგი სამედიცინო დაწესებულებები:

 

შპს „მედკაპიტალი-გლდანი“, მის: ვეკუას ქ. N 18

შპს „მედკაპიტალი-საბურთალო“, მის: გამრეკელის ქ. N19

შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“, მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57

შპს „მედსი“ („ვერე-21“), მის: ქიაჩელის ქ. N 18

შპს „მედკაპიტალი-სამგორი“, მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ.

 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ბენეფიციარებს მოუწოდებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყონ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner