დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ვირუსების გამო სასწავლო პროცესის დაწყების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„ქვეყნისთვის ეპიდემიური ზღვარი არის 450 000 - 500 000 მოსახლეზე. დღეს ჩვენ გვაქვს 254 000. ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდებით რა მდგომარეობა იქნება და შემდგომ ჯანდაცვის სამინისტრო და განათლების სამინისტრო ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.