logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით, იურიდიულ კომიტეტთან სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას
- +

8 იანვარი. 2019. 15:36

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მოსამართლეთა სიის გაწვევა აღარ უნდა გაჭიანურდეს და სწრაფად უნდა დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რათა გაიწეროს კრიტერიუმები, თუ როგორ მოხდება იუსტიციის საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევა და პარლამენტში წარდგენა.

 

„მთავარი საკითხი, რომელიც ახლა დღის წესრიგში დგას, არის იმ სიის უკან გაწვევა, რომელიც იუსტიციის საბჭომ პარლამენტში ნაჩქარევად წარმოადგინა და იყო შეთანხმება ამ სიის უკან გაწვევასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ეს აღარ უნდა გაჭიანურდეს, ძალიან სწრაფად უნდა დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე და ეს ცვლილები უნდა შეეხოს სწორედ იმ კრიტერიუმების დადგენას, რომლითაც უნდა განისაზღვროს, როგორ მოხდება იუსტიციის საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევა და პარლამენტში წარდგენა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

მისივე თქმით, რაც შეეხება იურიდიულ კომიტეტს, რომელსაც ისევ დაეწერება ეს საკითხი, კომიტეტთან უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი.

 

„კომიტეტს ჰყავს ძალიან გამოცდილი და კვალიფიციური ექსპერტთა ჯგუფი. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელობს სამართლის სფეროში აღიარებული ყველაზე დიდი ავტორიტეტი და სასამართლო სისტემის ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი მინდია უგრეხელიძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ჩვენი მოსამართლე იყო. მე არ მისაუბრია მასთან, მაგრამ ამ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობა ასეთი ავტორიტეტული ადამიანის ხელში იქნებოდა ძალიან მაღალი სანდოობის მატარებელი, თუმცა პროცესი უნდა დავინახოთ ისე, რომ ამ ჯგუფმა ყველაზე აქტუალურ საკითხებზე უნდა იმუშაოს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner