logo_geo
eng_logo
პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- +

13 იანვარი. 2019. 13:32

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ბ.ი. თბილისში დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სამართალდამცველებმა, ბ.ი.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ქარხნული წესით დამზადებული, კალაშნიკოვის კონსტრუქციის, „აკს-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „უზკონის“  მოდელის  თოფი, მჭიდი და 37 ვაზნა ამოიღეს.

 

სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner