logo_geo
eng_logo
დიდთოვლობას აშშ-ში ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
- +

13 იანვარი. 2019. 14:55

 

დიდთოვლობის გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებში ხუთი ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა.

 

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შემთხვევები ძირითადად მაგისტრალების მოყინვისა და ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაფიქსირდა.

 

Reuters-ის ცნობით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, მისურის, კანზასისა და ილინოისის შტატებში, სადაც დიდთოვლობის გამო, რამდენიმე აეროპორტში ფრენები გადაიდო. უსაფრთხოების მიზნით შეზღუდულია მოძრაობა საავტომობილო გზებზეც.

 

სინოპტიკოსების პროგნოზით, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ ნაწილში ძლიერი თოვლი უახლოეს დღეებში კვლავ მოსალოდნელია. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner