logo_geo
eng_logo
მაიკ პომპეო იმედოვნებს, რომ სირიაში ქურთი მებრძოლების დაცვაზე თურქეთთან შეთანხმებას მიაღწევს
- +

13 იანვარი. 2019. 15:18

 

 

„იმედი მაქვს, სირიაში ქურთი მებრძოლების დაცვასთან დაკავშირებით თურქეთთან შეთანხმებას მიაღწევს“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის დროს განაცხადა.

 

როგორც BBC-ი იუწყება, ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში ყოფნის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების პირველ დიპლომატსა და მის თურქ კოლეგას შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა.

 

საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ფარგლებში ჩატარებული ოპერაციების დროს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირე რეგიონში სწორედ ქურთი მებრძოლები იყვნენ, მათ კი, ოფიციალური ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს.

 

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო კონტინგენტი სირიას ტოვებს. დონალდ ტრამპის აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი მისივე თქმით, რეგიონში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება გახდა.

 

სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ახლო აღმოსავლეთის ტურის ფარგლებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოკავშირეებთან მოპალარაკებებს აწარმოებს. ამერიკის შეერთებული შტატები ითხოვს, რომ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში მათი მთავარი მოკავშირე ქურთი მებრძოლები ამერიკელი სამხედროების გასვლის შემდეგ დაცულები იყვნენ. ამჟამად სირიაში 2 ათასამდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner