logo_geo
eng_logo
ავსტრიაში ზვავს 3 გერმანელი მოთხილამურე ემსხვერპლა
- +

13 იანვარი. 2019. 17:01

 

 

ავსტრიაში, ჩამოწოლილი ზვავის შედეგად, სამი გერმანელი მოთხილამურე დაიღუპა, მეოთხე მამაკაცს, რომელიც ჯგუფის წევრი იყო, ჯერ კიდევ ეძებენ.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოთხი მოთხილამურე იმ ტრასაზე გავლას შეეცადა, რომელიც ზვავსაშიშროების გამო დაკეტილი იყო. შაბათს საღამოს ერთ-ერთი მოთხილამურის მეუღლემ პოლიციას შეატყობინა, რომ ჯგუფთან კავშირი შეწყდა. პოლიციამ მობილური ტელეფონების მეშვეობით შეძლო მათი ადგილსამყოფელის დადგენა. მათ გერმანიის სამი მოქალაქის ცხედრები აღმოაჩინეს, რომელთა ასაკი 57, 36 და 32 წელია. ეძებენ კიდევ ერთ მოთხილამურეს, სამხრეთ ბავარიის 28 წლის მცხოვრებს.

 

სამართალდამცველთა ინფორმაციით, დაღუპულებს თან ჰქონდათ ყველა საჭირო აღჭურვილობა, რაც საგანგებო სიტუაციისთვის არის აუცილებელი. ზვავის გამო სხეულზე მათ უამრავი ჭრილობა აქვთ, გარდაცვალება კი ასფიქსიის შედეგია.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner