logo_geo
eng_logo
თეთრი და ფერადი მხარე, რომ თითქოსდა სიგნალია... მითია!
- +

13 იანვარი. 2019. 21:23

 

 

➡️ის, რასაც თქვენ იყენებთ უხშირესად, არის ე.წ ქირურგიული ნიღაბი:

➡️გრიპის სეზონზე ნიღბის ქუჩაში ტარებას დიდი აზრი არ აქვს, სწრაფად კონდენსირდება და გამოყენებისათვის უვარგისი ხდება.

➡️უნდა გამოიცვალოთ დანოტივებისთანავე, ან 2-3 სთ. ში ერთხელ.

➡️აღნიშნული ნიღაბი ინფიცირებული(ან, პოტენციურად ინფიცირებული) ადამიანისგან იცავს სხვებს.

➡️ჯანმრთელი ადამიანების მიერ მის გამოყენებას შესაძლებელია ქონდეს მექანიკური დაცვის მომენტი, ვინაიდან ნაკლებად იკიდებთ ხელს ცხვირ-ტუჩს არეში. გიცავთ შედარებით დიდი ზომის ნაწილაკებისგან, მაგრამ ის ატარებს მცირე ზომის ნაწილაკებს.

➡️ მრავალი კვლევის თანახმად,

დამოუკიდებლად, მხოლოდ ნიღბის გამოყენება არ ამცირებს ავადობის რისკს, აუცილებლად უნდა დავიბანოთ ხელები ხშირად, თბილი წყლითა და საპნით. კომბინაცია ამცირებს ავადობის რისკს, მათ შორის ინფიცირებული ოჯახის წევრის შემთხვევაში.

➡️0. 3 მიკრონზე ნაკლები ზომის ნაწილაკებს არ ატარებს ნიღაბიN95. შესაბამისად მას მეტად აქვს ჯანმრთელი ადამიანის დაცვის ფუნქცია, თუმცა არა სრულყოფილი.

➡️ქირურგიული ნიღბის მოხმარების მხოლოდ 1 სწორი გზა არსებობს: ცისფერი(ან სხვა ფერადი) ზედაპირი გარეთ. თუ ორივე მხარე თეთრია, აუცილებლად ნახავთ ნიშნულს, საით უნდა იყოს მიმართული ესა თუ ის მხარე.

➡️ თეთრი და ფერადი მხარე, რომ თითქოსდა სიგნალია, დაავადებულს უკეთია თუ ჯანმრთელს, მითია! არანაირი მსგავსი სიგნალი, ნიშანი, ინდიკატორი არ არსებობს.

➡️1-1 კიდეში არსებული რკინა უნდა მოთავსდეს მჭიდროდ ცხვირზე.

➡️ ნიღაბი უნდა ფარავდეს როგორც პირს, ასევე ცხვირის ნესტოებს სრულად!

➡️მიიღეთ ადეკვატური რაოდენობის სითხე, იძინეთ კარგად, იკვებეთ ჯანსაღად, ხშირად გაანიავეთ ოთახი, ნუ ივლით საზ. თავშეყრის ადგილებში. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ოჯახის ექიმს/პედიატრს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner