logo_geo
eng_logo
მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთს ტრამპის მუქარის არ ეშინია!
- +

14 იანვარი. 2019. 14:48

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომ თურქეთს ეკონომიკურად გაანადგურებს, თუ ანკარა სირიაში ქურთებს დაარტყამს.

 

„სტრატეგიული პარტნიორობის თემებს სოციალურ ქსელში არ განიხილავენ. აშშ-სთან კომუნიკაციის ყველა არხები ღია გვაქვს. ვხედავთ, რომ ტრამპზე დიდი ზეწოლა ხორციელდება ჯარები სირიიდან რომ არ გამოიყვანოს და ის რთულ სიტუაციაშია. მიუხედავად ამისა, ამგვარი თემების სოციალური ქსელით განხილვა არ შეიძლება.

თურქეთს არ ეშინია ტრამპის მუქარის. ტერორისტებთან თანამშრომლობა არაფრის მომტანია. საჭმლისა და წყლის გარეშეც რომ დავრჩეთ, გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა. აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინონ თურქეთის მიმართ“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთს ეკონომიკური განადგურებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს სირიიდან გასვლის შემდეგ ანკარა სირიელ ქურთებს დაარტყამს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner