საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კითხვაზე, რატომ არ ეხმაურება საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას, განაცხადა, რომ დარწმუნებულია, „ამ საკითხზე ეკლესიას ექნება საუბარი და დისკუსია უკრაინის ეკლესიასთან, ხოლო ხელისუფლებას ექნება საუბარი და დისკუსია ხელისუფლებასთან“.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია უკრაინისთვის. შესაბამისად, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით იქნება მიღებული, წაადგება ჩვენს პარტნიორ ქვეყანას თავისი პოზიციების განმტკიცებისთვის, თავისი დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის და საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.