logo_geo
eng_logo
პროკურატურა დავით კირკიტაძის მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს
- +

14 იანვარი. 2019. 15:41

დავით კირკიტაძის საქმის პროკურორის გიორგი მიქელაძის განცხადებით, პროკურატურა დავით კირკიტაძის მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს.

 

„სამწუხაროდ, სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი დავით კირკიტაძის მიმართ. ბრალდების მხარეს მის წინააღმდეგ იმდენად თვალსაჩინო მტკიცებულებები ჰქონდა წარდგენილი, ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება. მას შემდეგ, რაც ჩაგვბარდება განაჩენის დასაბუთებული ვერსია, ბრალდების მხარე აუცილებლად გაასაჩივრებს მას სააპელაციო წესით.

 

მას შემდეგ, რაც ჩაგვბარდება განაჩენის დასაბუთებული ვერსია, ვნახავთ, თუ რატომ არ გაიზიარა, რატომ არ შეაფასა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სასამართლომ საკმარისად დავით კირკიტაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აღნიშნული მტკიცებულებები. ამის მერე, ჩვენ მას აუცილებლად გავასაჩივრებთ“, - განაცხადა გიორგი მიქელაძემ.

 

დღეს სასამართლომ დავით კირკიტაძე იმ სისხლის სამართლის საქმეზე გაამართლა, სადაც გამოძიება გუბერნატორობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner