logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურაც განიხილება
- +

14 იანვარი. 2019. 16:15

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურაც განიხილება.

 

„ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ისაუბრა, რომ ჩემი კანდიდატურის განხილვაც ხდება. ამ საკითხზე ჩემი კომენტარი ეს არის. დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს გუნდის გადასაწყვეტია. გუნდმა უნდა იმსჯელოს და ეს გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

მისი თქმით, გუნდთან და გუნდის წევრებთან დაკავშირებით მედიასთან მსჯელობას არ აპირებს.

 

„ჩვენ ხალხმა მათი ინტერესების გასატარებლად დაგვიქირავა. შესაბამისად, მე არ ვუყურებ საკითხს, თითქოს აქ ბრძოლა მიდის. ჩვენ გუნდი ვართ, რომელიც საზოგადოებას ვემსახურებით. ეს არის საკითხები, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია გუნდის შიგნით ვიმსჯელოთ. ეს ის საკითხი არ არის, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ. არასდროს მომხრე არ ვარ გუნდთან და გუნდის წევრებთან დაკავშირებულ საკითხებზე მედიასთან ვიმსჯელო. ეს გუნდურობის საკითხს ეწინააღმდეგება”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner