logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძე: იმედი მაქვს, ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით გაუგებრობა მალე გაირკვევა
- +

14 იანვარი. 2019. 18:48

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე იმედოვნებს, რომ ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით გაუგებრობა მალე გაირკვევა და დაპირისპირება კიდევ უფრო არ გაღრმავდება.

 

„ინფორმაცია სულ რამდენიმე წამის წინ გავიგე, ამიტომ დეტალებს, თუ რა მდგომარეობაა ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით, არ ვფლობ. თუმცა მიმაჩნია, რომ ძალიან აქტიურად უნდა ჩაერიოს ადგილობრივი ხელისუფლება, იმიტომ, რომ ეს კომპეტენცია გარევაჭრობის მოწესრიგების, სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაა პირველ რიგში, მიუხედავად იმისა ეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია თუ არა.

 

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გაუგებრობა, მალე გაირკვევა და დაპირისპირება კიდევ უფრო არ გაღრმავდება“,- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან მცხეთის ჯვრის მონასტრის კარი დაკეტილია. ტაძარში შესვლა არ შეუძლიათ როგორც მომლოცველებს, ასევე ტურისტებს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner