პარტია „ბატკივშინას“ ლიდერის იულია ტიმოშენკოს განცხადებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან იბრძოლებს და აუცილებლად გაიმარჯვებს.
„მეორე ტურში გავა ჩვენი გუნდი და პოროშენკოს გუნდი. სხვა კონკურენტები არ არიან. ზუსტად ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ მეორე ტურში ჩემს კონკურენტს არანაირი შანსი არ აქვს.
ჩემი მიზანია საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო ეტაპზე კონსტიტუციის პროექტით გამოვიდე, რომელიც ხალხს დაუბრუნებს შესაძლებლობას ისარგებლოს თავისი უფლებით და განკარგოს საკუთარი რესურსები“, - განაცხადა იულია ტიმოშენკომ.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია ოფიციალურად 31 დეკემბერს დაიწყო. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 მარტს გაიმართება.