logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო მოღვაწეობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს
- +

16 იანვარი. 2019. 14:11

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო მოღვაწეობა ორ ქვეყანას შორის კავშირებს კიდევ უფრო გაამყარებს.

 

„ჩვენ ორიოდე თვის წინ ავირჩიეთ ახალი პრეზიდენტი და ეს ფაქტი სიმბოლურია: არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, - პირველად იქნა არჩეული ქალი პრეზიდენტი, რაც, ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესული მოვლენაა და ასევე, ახალი პრეზიდენტი წარმოადგენს იმ ოჯახს, რომელიც ემიგრირებული იყო პირველი რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ საფრანგეთში“,- განაცხადა კობახიძემ.

 

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი იყო და რჩება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ პარტნიორად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner