logo_geo
eng_logo
მიხეილ ბატიაშვილი: ამ დროისათვის პრობლემა გადაჭრილია - ჯვრის მონასტრის ჭიშკარი გახსნილია
- +

16 იანვარი. 2019. 14:17

 

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ჯვრის მონასტერთან შექმნილ ვითარებას ეხმაურება.

 

„ამ დროისათვის პრობლემა გადაჭრილია - ჯვრის მონასტრის ჭიშკარი გახსნილია, თუმცა, ისიც ცხადია, რომ მონასტერთან შექმნილი ვითარება ცივილიზებულ გარემოს არ შეეფერება. სწორედ ამიტომ, ჩვენი უწყების ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად უკვე მუშაობს შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტის ჩამოყალიბებაზე, რომლის განხორციელების შემდეგაც, არსებული ვითარება მოწესრიგდება“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner