logo_geo
eng_logo
თამარ ჯაყელი: განათლების რეფორმის მიმართულებით მიმდინარე პროცესები სისტემის სრულ გაჯანსაღებას უზრუნველყოფს
- +

16 იანვარი. 2019. 15:10

 

 

განათლების ექსპერტი თამარ ჯაყელი განათლების რეფორმის მიმართულებით მიმდინარე პროცესებს აფასებს და აღნიშნავს, რომ ყველა ნაბიჯი სისტემის გაჯანსაღებისა და ფუნდამენტური ცვლილებებისთვის არის მიმართული.

 

 

„ჩვენ ვიმუშავეთ საპილოტე სკოლაში, სადაც ინერგება ახალი სკოლის მოდელი, ახალი საგაკვეთილო პროცესი. ნათლად ჩანს ბავშვების, პედაგოგების ენთუზიაზმი და რაც მთავარია, ის შედეგები, რომელიც ასეთი ტიპის საგაკვეთილო პროცესებს მოაქვს. მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნების უნარები, ეს არის სწორედ აზროვნებაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესები“, – განაცხადა თამარ ჯაყელმა.

 

 

აღსანიშნავია, რომ განათლების მინისტრის განცხადებით, სკოლის ასეთი  მოდელის დანერგვა საქართველოს ათეულობით სკოლაში გაზაფხულიდან დაიწყება და საბოლოო ჯამში, ქვეყნის ყველა სკოლას მოიცავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner