logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა, პირველ რიგში, ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის
- +

17 იანვარი. 2019. 00:13

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. პრეზიდენტი იაშვილის კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც დაშავებული ბავშვები მოინახულა.

 

„ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას. ძალიან მძიმე ტრაგედიაა, პირველ რიგში, ოჯახებისთვის, ქვეყნისთვის. საბედნიეროდ, ბავშვები რომლებიც აქ მოიყვანეს, არიან შედარებით მსუბუქ მდგომარეობაში, არც ერთის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ არის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

დიდ დიღომში დღეს აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.

 

პირველადი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვას უკავშირდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner