logo_geo
eng_logo
გარდაცვლილი ბავშვის მამა: სამივე შვილი ჩემი ხელით გამოვიყვანე ნანგრევებიდან...
- +

17 იანვარი. 2019. 00:47

 

 

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე გაზის გაჟონვით მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი შეეწირა, მათ შორის 4 წლის ბავშვი, რომლის სიცოცხლისთვისაც ექიმებმა იბრძოლეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. აფეთქება მოხდა ფირალიშვილების ოჯახში, სადაც იმყოფებოდნენ გარდაცვლილი მცირეწლოვანი, მისი ტყუპისცალი, უფროსი და, მშობლები და დეიდა, ამის თაობაზე ინფორმაცია გარდაცვლილი ბავშვის მამამ მოგვაწოდა:

 

„სამსახურიდან ახალი მოსული ვიყავი, აფეთქება რომ მოხდა, რაღაც საშინელმა ძალამ ბინიდან გარეთ გამომაგდო, შევვარდი ისევ უკან, სამი შვილი მყავს, 2 გოგონა და ერთი

ბიჭი, სამივე ჩემი ხელით გამოვიყვანე ნანგრევებიდან, სახლში იყო ჩემი ცოლიც და ცოლის დაც“.

 

დაუდასტურებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ბავშვების დედა, ვერ პოულობენ ვერც პატარების დეიდას. ბინაში მყოფი 2 ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner