logo_geo
eng_logo
მეპატრონემ სასტუმრო „ტეხასი“ დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს უფასოდ დაუთმო
- +

17 იანვარი. 2019. 23:34

 

 

მეპატრონემ, სოსო შენგელიამ სასტუმრო „ტეხასი“ დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს უფასოდ დაუთმო.

 

მისი თქმით, მომხდარი მთელი ქვეყნის ტრაგედიაა და ასეთ დროს ერთმანეთს გვერდით უნდა დავუდგეთ.

 

გუშინ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი 4 წლის ბავშვია. ასევე დაღუპულები არიან ბავშვის დედა და დეიდა. დაშავებულია 8 ადამიანი, რომელთაგან ორი გარდაცვლილი ბავშვის მამა და და არიან. ყველა დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. კლინიკაში მხოლოდ ერთი მოზარდი რჩება, რომელსაც თავის ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის განცხადებით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner