logo_geo
eng_logo
ბილბორდების "არა ნაციზმს - არა ძალადობას" განთავსებაში აუდიტის სამსახურმა დარღვევა ვერ აღმოაჩინა
- +

18 იანვარი. 2019. 21:40

 

ბილბორდების „არა ნაციზმს – არა ძალადობას“ განთავსებაში აუდიტის სამსახურმა დარღვევა ვერ აღმოაჩინა.

 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფინანსური აქტივობების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის მიხედვით, გამოიკითხა ბილბორდების დამკვეთი, რომელმაც წარმოადგინა აღნიშნული დაკვეთის შესაბამისი დოკუმენტაცია.

 

ამასთან, ბილბორდების ხარჯი არაფულად შემოწირულობად დეკლარირებულ იქნა დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფონდის მიერ.

 

აღნიშნულ საკითხზე აუდიტის სამსახურში საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეიტანა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner