logo_geo
eng_logo
ზუგდიდში გარემოვაჭრეების დახლები აიღეს
- +

21 იანვარი. 2019. 01:27

 

ზუგდიდში, გამსახურდიასა და კედიას ქუჩაზე არსებული გარემოვაჭრეების დახლები ზუგდიდის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა აიღეს.

 

რუსთაველის ქუჩაზე, გულუას ბაღთან მომუშავე გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ გარევაჭრობა მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა და ოჯახები საარსებო წყაროს გარეშე რჩებიან.

 

კედიას ქუჩის მცხოვრებლები კი მერიის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ზუგდიდში გარევაჭრობა უნდა აიკრძალოს.

 

ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებლის, მაიზერ ნანავას განცხადებით, მერიამ მოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი უკვე შესთავაზა და მიმდინარე კვირაში გარევაჭრობას ყველა ლოკაციაზე აკრძალავენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner