ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„თამარა ჩერგოლეიშვილი ერთ ტელევიზიაზე გადაცემას წაიყვანსო, მოთქვამს facebook-საზოგადოება… ხო, თქვენ facebook-ში იქოთქოთეთ, იქოთქოთეთ და მალე მეგის ქარდავა, ბავშვთა სწორ აღზრდაზე წაგიკითხავთ ლექციებს…”- წერს გიორგი ფოფხაძე.
შეგახსენებთ, რომ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი „tvპირველის“ ეთერში პოლიტიკურ თოქ-შოუს გაუძღვება.