„განგაშის საფუძველი არ არსებობს არც დღეს და არც გუშინ არსებობდა“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დეპუტატმა თამარ ხულორდავამ ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.
„რა თქმა უნდა, როდესაც ინფორმაცია გავრცელდა, ეს იყო ყველასთვის საყურადღებო. მაშინვე დავინტერესდით, რა ხდებოდა და ყველა წყაროდან, როგორც ოფიციალური სტრუქტურებიდან, ისე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ იმ ინფორმაციას, რაც ვრცელდებოდა, არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. ეს ფაქტი თავისთავად საგანგაშოა, რადგან ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს ეხება“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.