„საფრანგეთის პრეზიდენტი ელისეის მინდვრებზე საპროტესტო აქციების აკრძალვას გეგმავს“, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „Reuters“ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციის მაღალჩინოსის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
შეგახსენებთ, რომ 16 მარტს, პარიზში „ყვითელჟილეტიანების“ აქცია ძალადობითა და ვანდალიზმით დასრულდა. აქციის დროს დააკავეს 200-ზე მეტი ადამიანი. 11 ადამიანი დაშავდა. მომიტინგეებმა დააზიანეს მაღაზიები და შენობები.