logo_geo
eng_logo
სოფიო კილაძე: არავის უნდა დავუტოვოთ განცდა, რომ რაღაც ფორმით რომელიმე კონფესია იჩაგრება
- +

19 მარტი. 2019. 13:31

 

 

„არავის უნდა დავუტოვოთ განცდა, რომ რაღაც ფორმით რომელიმე კონფესია იჩაგრება“, - ამის შესახებ დეპუტატმა სოფიო კილაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში, რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ჯგუფთან შეხვედრამდე განაცხადა.

 

კილაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის თემაზე კომიტეტზე მსჯელობა არ გაიმართება.

 

„დღეს ამ ფორმატში ამაზე მსჯელობა არ გაგვიმართავს ჩემი თხოვნის საფუძველზე, რადგან ეს თემა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის კომპეტენციაა, პირველ რიგში. ბატონი ირაკლიც, ალბათ, თავად გაესაუბრება კონფესიების წარმომადგენლებს. ჩემი პოზიცია არის ის, რომ არავის არ უნდა დავუტოვოთ განცდა, თითქოს რაღაც ფორმით რომელიმე კონფესია იჩაგრება.

 

ამაზე გაიმართება კონსულტაცია გუნდის შიგნითაც, კომიტეტზეც გვექნება განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოებას მოვახსენებთ. ჯერჯერობით, რაზეც ვართ შეთანხმებულები, ის არის, რომ ამ კვირაში კენჭს არ ვუყრით. ჩვენ გვჭირდება ამ საკითხის კარგად მომზადება ისევ და ისევ იმის გამო, რომ რომელიმე რელიგიურმა კონფესიამ თავი დაჩაგრულად არ იგრძნოს და არ გაჩნდეს განცდა, რომ ხდება თანასწორობის უფლების დარღვევა“,  - განაცხადა სოფიო კილაძემ.

 

პარლამენტის ბიუროს სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა წარედგინება.

 

პროექტით, კანონის ის ნორმა უქმდება, რომლის მიხედვით, პირები, რომლებიც არიან მღვდელთმსახურები ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობენ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner