„რომ არა 2012 წლის 1 ოქტომბერი, უბრალოდ დღეს გარდაცვლილი ვიქნებოდი“, - ამის შესახებ ზესტაფონში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
გოგლიჩიძის თქმით, მისი და „ქართული ოცნების“ ხედვები ერთმანეთს ემთხვევა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართულ ოცნებას“ ამ უდიდესი ნდობისათვის. ეს ჩემთვის არის გამოწვევა. მე მწამს, რომ მაქვს შესაბამისი გამოცდილება, რომ გუნდთან ერთად გავუმკლავდე იმ გამოწვევებს, რაც მუნიციპალიტეტშია დაგროვილი. ჩემი და „ქართული ოცნების“ ხედვები ემთხვევა ერთმანეთს. რომ არა 2012 წლის 1 ოქტომბერი, მე უბრალოდ დღეს გარდაცვლილი ვიქნებოდი. მე ყოფილი პოლიტპატიმარი ვარ და ფაქტობრივად, მიცვალებული გამოვედი 2012 წლის 20 ნოემბერს. ამიტომ მე 2016-სა და 2018 წლებში მორალურად მხარდაჭერა გამოვუცხადე „ქართული ოცნების“ კანდიდატს. ეს იყო ზღვარი იმ რეჟიმსა და „ქართულ ოცნებას“ შორის. რომ არა 2012 წლის 1 ოქტომბერი, რომ არა ის გუნდი და ბიძინა ივანიშვილი, მე უბრალოდ ცოცხალი არ ვიქნებოდი“, - განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.