შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ხვარბეთის მცხოვრები, რომლის სახლს რამდენჯერმე ესროლეს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს
-
+
14 აპრილი. 2019. 16:14
გურიაში, სოფელ ხვარბეთში მცხოვრების სახლს, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლეს.
როგორც „ინტერპრსნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარებს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, თავად დაზარალებული საგამოძიებო ორგანოებთან არ თანამშრომლობს, თუმცა სამართალდამცველები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
წყარო :