logo_geo
eng_logo
რუსთავში ავტომანქანის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
- +

19 აპრილი. 2019. 12:09

 

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მსუბუქი ავტომანქანა აფეთქდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ავტომანქანაში თხევადი აირის დაგროვება გახდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა სანთებელა აანთო, რასაც აფეთქება მოჰყვა.

 

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. აფეთქების დროს, ავტომანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ დავით გოგოძემ განუცხადა, პაციენტებს თავისა და კისრის არეში მეორე ხარისხის დამწვრობა აღენიშნებოდათ, მათი მდგომარეობა შეყვანისას საშუალო სიმძიმის იყო. პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner