logo_geo 16:31
კვირა. 16 მარტი. 2025
eng_logo
კახა საბანაძე: ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, უმკაცრესად დაისჯება, სანაცვლოდ გეუბნებით, რომ პოლიციელი უკანონო ქმედებას არ ჩაიდენს
- +

21 აპრილი. 2019. 12:50

 

„ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, უმკაცრესად დაისჯება, სანაცვლოდ გეუბნებით, რომ პოლიციელი უკანონო ქმედებას არ ჩაიდენს“, - ასე მიმართა პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებს შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძემ.

 

„გეუბნებით ყველას, როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, უმკაცრესად დაისჯება. სანაცვლოდ გეუბნებით, პოლიციელი უკანონო ქმედებას არ ჩაიდენს. გამოყავით თქვენი წარმომადგენლები, რამდენიც გინდათ, წავალთ თელავში, ჩამოვყალიბდეთ და ვისაუბროთ. მოგიწოდებთ მშვიდობისკენ. პოლიცია მოწოდებულია, აღასრულოს კანონი და დაიცვას თქვენი ინტერესები. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა კახა საბანაძემ.

 

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობაზე მომუშავე ტრაქტორის ხელის შეშლა სცადა ადგილობრივმა მოსახლეობამ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
მარტი 2025
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
right_banner
up