logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 19 პატიმარი შეიწყალა
- +

25 აპრილი. 2019. 17:26

 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 19 მსჯავრდებული შეიწყალა.

 

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ მსჯავრდებულთაგან ორი ქალია, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებენ.

 

„ასევე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობითი მსჯავრდებული, აქედან ორი ქალი. შეწყალებულთაგან 21 პირობითი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მუხლისგან. მათ შორის, სამი პირობითი მსჯავრდებული შეწყალებულ იქნება პირობითი მსჯავრისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევისგან, ხოლო ორ მსჯავრდებულს შეუმცირდა პირობითი მსჯავრის მოსახდელი ვადა“,-  განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner