logo_geo
eng_logo
30 აპრილს პარლამენტში სიტყვით პრეზიდენტი, პრემიერი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გამოვლენ
- +

26 აპრილი. 2019. 16:16

 

 

30 აპრილს პარლამენტის პლენარული სხდომა საზეიმოდ გაიხსნება. საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახსნის. სესიაზე სიტყვით გამოვლენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

 

პარლამენტის პლენარულ სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner