logo_geo
eng_logo
ეკა გიგაური: ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია
- +

26 აპრილი. 2019. 18:36

 

 

„ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ აშშ საქართველოს ძალიან დიდი პარტნიორია“, - ამის შესახებ  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა ვაშინგტონში,  მარშალის ფონდის და ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

 

ეკა გიგაურის თქმით, შეერთებული შტატების მხარდაჭერა ყველგან თვალსაჩინოა.

 

„ისინი ცდილობენ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს წარმატებული და დღესაც არიან ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორები. ეს ყველგან ჩანს არა მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტში ან იუსაიდში, არამედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც მუშაობენ საქართველოზე“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

 

მარშალის ფონდის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ქვეყნის პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე.  დისკუსიაში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

 

შეხვედრაზე საქართველოში მიღწეულ პროგრესსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. განხილვის მთავარი თემები სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმები, საარჩევნო სისტემა და მედიაგარემოს შეფასება იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner