logo_geo
eng_logo
ქეთი ხუციშვილი: ის, რაც ბოლო ხანებში ხდება, გასაგებია ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის
- +

26 აპრილი. 2019. 18:51

 

 

„როდესაც დადებით მხარეებზეა საუბარი, ეს არის ძირითადად საქართველოს მსვლელობა ევროინტეგრაციის გზაზე და მცდელობა, რომ NATO-ს წევრობას მიუახლოვდეს“, - ამის შესახებ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ქეთი ხუციშვილმა ვაშინგტონში,  მარშალის ფონდის და ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე გამართა.

 

ქეთი ხუციშვილის თქმით, ამერიკელი პარტნიორებისთვის გასაგებია ბოლო ხანებში მიმდინარე პროცესებიც.

 

„ის, რაც ბოლო ხანებში ხდება, ასევე გასაგებია ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის, განსაკუთრებით პრობლემური - მოსამართლების უვადოდ დანიშვნის მთელი ეს დიდი პროცესი“, - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

 

მარშალის ფონდის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ქვეყნის პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე.  დისკუსიაში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

 

შეხვედრაზე საქართველოში მიღწეულ პროგრესსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. განხილვის მთავარი თემები სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმები, საარჩევნო სისტემა და მედიაგარემოს შეფასება იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner