„დონალდ ტრამპის იაპონიაში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის სიმბოლო იქნება“, – ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ლიდერებმა ორმხრივ ურთიერთობასთან ერთად, ჩრდილოეთ კორეის საკითხიც განიხილეს. თავის მხრივ, პირისპირ შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი და იაპონელი დელეგატები ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობის საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს აღწევენ.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა სინძო აბეს სადილით უმასპინძლა, სადაც ლიდერებმა აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის იუბილე აღნიშნეს. დღეს კი, დონალდ ტრამპი და სინძო აბე გოლფს ითამაშებენ.
როგორც უკვე ცნობილია, უახლოეს დღეებში თეთრი სახლის ლიდერი ტოკიოს ესტუმრება. დონალდ ტრამპი 1 მაისს იაპონიის ახალი იმპერატორის, ნატუჰიტოს კორონაციას დაესწრება.