logo_geo
eng_logo
არჩილ ტატუნაშვილის მამა: მჯერა, სამართალი იზეიმებს, თუმცა როდის, არ ვიცი
- +

29 აპრილი. 2019. 13:20

 

„მჯერა, სამართალი იზეიმებს, თუმცა როდის, არ ვიცი“, - ამის შესახებ ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამამ გიორგი ტატუნაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

 

როგორც დაღუპული სამხედროს მამა ამბობს, მისი მიზანია, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები მალე დაისაჯონ.

 

„ხშირად ამოდიოდა ძმათა სასაფლაოზე, ძალიან დიდი პატივს სცემდა გმირებს. თითქმის ყოველ კვირა, ხან კვირაში ორჯერ დადიოდა. ეტყოდა შენდობას, მიტრიალდებოდა და წავიდოდა. თხოვნა იყო მისი, თუ რამე დამემართაო, გული უგრძნობდა, თუ რა იყო, ძმათა სასაფლაოზე დამკრძალეთო. ამბობდა, მე ვიცი, რაღაც დამემართებაო და სოფელში, ან ძმათა სასაფლაოზე დამკრძალეთო. ეს ჰქონდა დაბარებული.

 

ჩემი მიზანია, ნათელი მოეფინოს ყველაფერს და დამნაშავეები აღმოჩნდნენ განსასჯელის სკამზე. მათი ადგილი გისოსებს მიღმაა, არამც თუ თავისუფლად დანავარდობდნენ. მჯერა, სამართალი იზეიმებს, თუმცა როდის, არ ვიცი“, - განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა, რომელიც ოჯახის წევრებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.

 

მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან და ტრადიციის მიხედვით, პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.

 

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული გმირების ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner