საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იაპონელ ხალხს იმპერატორ ნარუჰიტოს ტახტზე ასვლას ულოცავს. სოციალურ ქსელ „Twitter“-ში გამოქვეყნებულ მილოცვაში საუბარია საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ურთიერთობებზეც.
„საქართველოს და იაპონიას დიდი ხნის კავშირები და მეგობრობა აქვთ. მზად ვართ, ვიმუშაოთ უფრო აქტიურად, რათა ეს კავშირები მეტად გაძლიერდეს“, - წერს მამუკა ბახტაძე.
ნარუჰიტო იაპონიის 126-ე იმპერატორია. მამამისმა, 85 წლის აკიჰიტომ ტახტზე უარი განაცხადა, მიზეზად კი ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.