logo_geo
eng_logo
რუსლან აბაშიძე: ჩემი მთავარი გზავნილი აფხაზების მიმართ საზოგადოების გაერთიანებისკენ მოწოდებაა
- +

1 მაისი. 2019. 18:58

 

„დღევანდელი კონსულტაციები იყო იმის დასტური, უმაღლესი საბჭოს წევრებს კიდევ ჰქონდათ დამატებითი კითხვების დასმის შესაძლებლობა“, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ განაცხადა.

 

„დღევანდელი კონსულტაციები იყო იმის დასტური, რომ საბჭოს წევრებს კიდევ ჰქონდათ დამატებითი კითხვების დასმის შესაძლებლობა. კაბინეტის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით არსებობს ეს შეხედულებები და გეგმები, მაგრამ ეს ყველაფერი ჩამოყალიბდება და დადასტურდება კონსულტაციების შემდეგ. როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს 10 დღის ვადაში უნდა მოხდეს“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

 

რუსლან აბაშიძის თქმით, მისი მთავარი გზავნილი აფხაზების მიმართ საზოგადოების გაერთიანებისკენ მოწოდებაა, რაც ძალიან რთული ამოცანაა და ყველა რესურსის კონსოლიდაციას საჭიროებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner