logo_geo
eng_logo
თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება მაისის ბოლომდე აღდგება
- +

2 მაისი. 2019. 11:02

 

თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება მაისის ბოლომდე აღდგება. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე ჩამოწოლილი დიდი ზომის ლოდების დაშლის სამუშაოები დასრულდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ნაშალი მასის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და დღის ბოლომდე დასრულდება.

 

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე, გაწმენდითი სამუშაოები წელს, რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ აპრილის თვეში უხვი ნალექის გამო 15 აპრილს დაიწყო. ამასთანავე, გზის 22-ე და 25-ე კილომეტრებზე ჩამოსული იყო დიდი ზომის ლოდები, ასევე აღნიშნული გზის 56-ე კმ-ის ზემოთ ჯერ ისევ თოვლია. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები წინა წლებში არ დაფიქსირებულა, რამაც სამუშაოები დროებით შეაფერხა.

 

ამ ეტაპზე, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება მაისის ბოლომდე აღდგება.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე, კონტრაქტორი ორგანიზაცია სამუშაოებს, ამ დროისთვის მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში აწარმოებს. ხოლო ტენდერის შედეგად გამოვლენილი კონტრაქტორი მოწვეულია ხელშეკრულების ხელმოსაწერად და 7 მაისს ხელშეკრულება გაფორმდება, რის შემდეგაც ახალი კომპანია გააგრძელებს გაწმენდით სამუშაოებს.

 

აღნიშნული მონაკვეთის გაწმენდა რთული კლიმატური და რელიეფური პირობების გამო ზამთრის პერიოდში ვერ ხერხდება და შესაბამისად საავტომობილო მიმოსვლა ზამთარში აკრძალულია. სხვა პერიოდში კი გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის.

 

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სატრანსპორტო გზად ითვლება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner