რეგიონებში საგანგებო სიტუაციების მართვის 9 სახანძრო ობიექტი შენდება. როგორც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, პლენარულ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, პროცესი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მუშაობის ეფექტიანობას გაზრდის.
„საგანგებო სიტუაციების მართვის ნაწილი შსს-ს წელს დაუბრუნდა. მიმდინარე პერიოდში რამდენიმე ქალაქში მსხვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს.ზუგდიდში, ანაკლიაში და ა.შ. ცხრა ობიექტი შენდება და ხდება ავტოპარკის განახლება იმისთვის, რომ სახანძროებს ჰქოდეთ საშუალება სრულფასოვნად და ეფექტურად მოემსახურონ ჩვენ მოქალაქეებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შს მინისტრის მოსმენა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მიმდინარეობს.