logo_geo
eng_logo
როს იულსონი: სალომე ზურაბიშვლის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით საუბრები მიმდინარეობს
- +

2 მაისი. 2019. 15:20

 

 

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს იულსონი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით საუბრები მიმდინარეობს, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

 

როგორც როს იულსონმა აღნიშნა, საქართველოსა და აშშ-ს შორის არის ძალიან ძლიერი კავშირი.

 

„პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გამოთქვა ინიციატივა აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საუბრები, მაგრამ კონკრეტულად არაფერი გადაწყვეტილა ან დაგეგმილა. მოგეხსენებათ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას და მივესალმებით მაღალი დონის შეხვედრებს, სადაც ლიდერები შეხვდებიან ერთმანეთს, როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არის ძალიან ძლიერი კავშირი. ჩვენ დავუკავშირდით საგარეო საქმეთა სამინისტროს და როგორც ვიცი, კონკრეტულად არაფერი არ დაგეგმილა“, - განაცხადა როს ულსონმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner