logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი გახარიას: იყო თუ არა პანკისის ოპერაციასთან დაკავშირებული რისკები სწორად შეფასებული...
- +

2 მაისი. 2019. 16:04

 

 

„პანკისის ოპერაციასთან დაკავშირებული რისკები იყო თუ არა სწორად შეფასებული და თუ იყო და ველოდით მოვლენების ასეთ განვითარებას, დარწმუნებული ვარ, გვეტყვით მეტს“, - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას, რომელსაც პარლამენტში უსმენენ.

 

„იყო თუ არა ამ ოპერაციასთან დაკავშირებული რისკები სწორად შეფასებული და თუ იყო და ველოდით მოვლენების ასეთ განვითარებას, დარწმუნებული ვარ, გვეტყვით მეტს და თუ არ იყო სწორად შეფასებული ეს რისკები, ვისი პასუხისმგებლობაა და ვის უნდა დავუსვათ ეს კითხვები. უსაფრთხოების სამსახურის მოსმენა გვაქვს და რომ ვიცოდეთ რაზე გავაკეთოთ აქცენტი“, - მიმართა თამარ ჩუგოშვილმა გიორგი გახარიას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner