პოლიციამ 85 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც საგარეჯოში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მცხოვრები 85 წლის ო.გ. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს - შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც, თუმცა შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში მისულმა სამართალდამცველებმა, ო.გ. ადგილზე დააკავეს.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.