logo_geo
eng_logo
თამარაშვილის ქუჩაზე, გზის გაწმენდის დასკვნითი სამუშაოები 13:00 საათისთვის აღდგება
- +

3 მაისი. 2019. 11:52

 

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე, გზის გაწმენდის დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები უახლოეს ხანებში დასრულდება  და მოძრაობა 13:00 საათისთვის სრულად აღდგება.

 

ამ დროისთვის, ნაწილობრივ გადაკეტილია უნივერსიტეტი-თამარაშვილის ქუჩებისა და ყაზბეგის გამზირი-თამარაშვილის ქუჩის გადაკვეთა, ბაგების მიმართულებით.

 

„ჩამოშლილი ფერდის მცირე მასების გაწმენდაზე მთამსვლელები მუშაობენ. ქვათაცვენის მიზეზებს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სწავლობენ.

 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - წერია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner