უამინდობამ და სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს პრობლემები შეუქმნა.
შექმნილ ვითარებას პარლამენტის წევრი, ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე ალაზანმა ჯებირები გაარღვია და კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაზიანებულია სოფლების შიდა გზები. განსაკუთრებით ილტოსა და ორვილის ხეობის მიმდებარე ტერიტორია დაზიანდა.
როგორც გელა სამხარაულმა განაცხადა, სტიქიის ზონაში მთელი ღამის მანძილზე მობილიზებული იყო ტექნიკა, მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და ეს პროცესი პრობლემის სრულად მოგვარებამდე გაგრძელდება.