logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: კლინიკებს, რომლებსაც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვა უფიქსირდებათ, სანქციები არ დაეკისრებათ
- +

6 მაისი. 2019. 13:30

 

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, კლინიკებს, რომლებსაც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვა უფიქსირდებათ, სანქციები არ დაეკისრებათ. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, კლინიკები მხოლოდ იმ საბიუჯეტო სახსრებს დააბრუნებენ, რაც არასწორად გახარჯეს.

 

„არც ერთი კომპანია, იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო, არასოდეს ხარჯავს თანხას ისე, რომ არ გააკონტროლოს ამ თანხის ხარჯვის მიზნობრიობა. გამონაკლისი არც ჯანდაცვის სამინისტროა. ამ ბოლო პერიოდში საინფორმაციო სივრცეში გახმაურებული ამბავი, რომ რამდენიმე პოლიკლინიკას დაეკისრა ჯარიმები, ეს ჯარიმები იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ რიგ შემთხვევებში მათ გაკოტრებას გამოიწვევდა. ამიტომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საკუთრივ ჯარიმები, რომელიც რაოდენობრივად იყო არასწორად მიღებული თანხების ორმაგი რაოდენობა, საკუთრივ ჯარიმები გაუქმდა და ამ კლინიკებმა უნდა გადაიხადონ მხოლოდ ის თანხა, რაც არასწორად მიიღეს სახელმწიფოსგან. შესაბამისად, რაიმე სანქციების გადახედვაზე საუბარი ვერ იქნება, რადგან სანქციები არც კი დაკისრებიათ, რაც არასწორად მიიღეს, ის უნდა დააბრუნონ ბიუჯეტში. ორმაგი ჯარიმა განულებულია“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner