logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობის მცხოვრებლებს ხვდება
- +

6 მაისი. 2019. 15:40

 

 

პანკისის ხეობის მცხოვრებლებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ხვდება.

 

ქეთევან ციხელაშვილი სოფელ ჯოყოლოში ჩავიდა.

 

მინისტრის განცხადებით, უცილებელია მოსახლეობასთან დიალოგი.

 

„სრული მზაობა გვაქვს, რომ გვქონდეს მაქსიმალურად გახსნილი დიალოგი და კომუნიკაცია, რადგან ეს არის ერთადერთი და უალტერნატივო გზა, რათა დავუბრუნდეთ იმ , ნდობაზე დაფუძნებულ და აქტიურ კომუნიკაციას, რომელიც უნდა ხდებოდეს და ხდება მოსახლეობასთან. კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს კომუნიკაცია, თუკი ამის საჭიროება არსებობს ყველასთან და ამ რეჟიმში განვიხილოთ საკითხები. მოვისმენთ მოსახლეობისგან რაც მათ აინტერესებთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

რაც შეეხება მოსახლეობის პოზიციას, ისინი გეგმავენ შეხვედრაზე დააყენონ 21 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებული საკითხი. ისინი თხოვნით მიმართავენ ხელისუფლებას, რომ არ მოხდეს ხეობაში დაკავებები პოლიციის წინააღმდეგობის მუხლით, რადგან ეს დამატებით ესკალაციას გამოწვევს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner