logo_geo
eng_logo
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარ სამმართველოს ახალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა გადაეცა
- +

7 მაისი. 2019. 11:12

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, ავტოპარკის განახლებას განაგრძობს.  

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარ სამმართველოს 2 ახალი სამაშველო და 1 სახანძრო მანქანა გადაეცა.

 

ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ზაალ მიქელაძე, სამსახურის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ.

 

„ახალი სახანძრო და სამაშველო ტექნიკა მოსახერხებელია ვიწრო ქუჩებში სწრაფი გადაადგილებისთვის და გააჩნია ძლიერი ტექნიკური მახასიათებლები. უახლოეს მომავალში, მეხანძრე-მაშველებისთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით, სრულად განახლდება მათი სამუშაო ფორმებიც.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ეტაპობრივად უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვა, მეხანძრე-მაშველების კვალიფიკაციის ზრდა და მათთვის სოციალური გარანტიების გაძლიერება“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner