საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ შესაძლო სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერის შემაშფოთებელი უწოდა, სადაც სოსო გოგაშვილის და მისი ოჯახის მიმართ პირდაპირი საფრთხე იკვეთება.
„გავრცელებული ჩანაწერი, სადაც სოსო გოგაშვილის და მისი ოჯახის მიმართ პირდაპირი საფრთხე იკვეთება, შემაშფოთებელია.
როგორც ჩანს მზადდებოდა უმძიმესი დანაშაული და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისი პრევენციის მიზნით სწორად და ეფექტურად იმოქმედა.
თანამდებობის პირები რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას იცავენ, უსაფრთხოების თითოეული ოფიცერი და მათი ოჯახის წევრები სათანადოდ უნდა იყვნენ დაცული. ამიტომ, ამ საქმეზე შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებს ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით“, - განცხადა არჩილ თალაკვაძემ.